თავისფულების მოედანიდან სპეცრაზმი და სპეცტექნიკა რუსთაველის გამზირისკენ მიემართება, მოქალაქეებს აფრთხილებენ დაიშალონ – დააკავეს რამდენიმე პირიც

რუსთაველის გამზირზე პოლიცია მოქალაქეებს აკავებს. პარალელურად, ისმის გამაფრთხილებელი ხმა, რომ აქციის მონაწილეები დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებები. ამასთან, თავისუფლების მოედნიდან სპეცდანიშნულების რაზმი რუსთველისკენ მიემართება.

მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს

შს სამინისტროს განცხადებით, 6 დეკემბერს მეტრო „თავისუფლების მოედნის“ ვესტიბიულში 2 ადამიანი დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან — ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებია. „აღვნიშნავთ, რომ მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ზედა ვესტიბიულში წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 2 მოქალაქე“, — ნათქვამია განცხადებაში. ამასთან […]

თავისუფლების მოედნიდან სპეცრაზმი და სპეცტექნიკა რუსთაველის გამზირისკენ მიემართება, მოქალაქეებს აფრთხილებენ დაიშალონ – დააკავეს რამდენიმე პირიც

თავისუფლების მოედნიდან სპეცდანიშნულების რაზმი და სპეცტექნიკა რუსთაველისკენ მიემართება. რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მოქალაქეებს აკავებს. პარალელურად, ისმის გამაფრთხილებელი ხმა, რომ აქციის მონაწილეები დაიშალონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებები. გარდა ამისა, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები რუსთაველის გამზირისკენ ჩადიან ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩიდან.

საქართველოს საკითხს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ, რათა ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები მივიღოთ – „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები

საქართველოს საკითხს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ, რათა ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები მივიღოთ – „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას, – ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშიანათქვამი.

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას – „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას – „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნები მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას, – ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

რა მიმართულებით განავითარებს მომსახურებას მიკრობანკის სტატუსით MBC?

საქართველოში პირველი მიკრობანკის MBC-ის გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანია საფინანსო ბაზარზე მომხმარებლისთვის ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით ინვესტირებაზე გაამახვილებს ყურადღებას. ამის შესახებ გია პეტრიაშვილმა „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა. საქმე ის არის, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 5 დეკემბერს, თითქმის ერთწლიანი განხილვის შემდეგ, ქვეყანაში მიკრობანკის პირველი ლიცენზია MBC-ზე გასცა. გია პეტრიაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ კომპანია თავის მომხმარებელს […]

„ვაიმარის სამკუთხედი“ — ხელისუფლების ქმედებები მოწყვლადს ხდის საქართველოს

„ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნები, პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი, განცხადებას აქვეყნებენ და ამბობენ, რომ წუხან „ოცნების“ მიერ 2028 წლამდე „ევროინტეგრაციის დღის წესრიგიდან ამოღების გამო“. „ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ვწუხვართ მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის გადაწყვეტილების გამო, თაროზე შემოდოს დისკუსია ევროკავშირის წევრობაზე და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში აღბეჭდილ […]

,, ნიკა მარნეულის იზოლატორიდან” – გვარამიას წერილი

ნიკა გვარამია იზოლატორიდან წერილს აქვეყნებს: ,,სოლიდარობა ყველა დაკავებულს! ყველა უკლებლივ, როგორც ერთი, იმსახურებს სრულ მხარდაჭერას. და რაც უფრო ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისთვის – მით მეტად! ეს სამშობლო ჩვენია და ერთიანი ვართ მისთვის ბრძოლაში! ცალკე მინდა ვთქვა ჩვენი პარტიის წევრზე, საბა სხვიტარიძეზე: საბა არათუ უკანონოდ დააკავეს, არამედ იგი იზოლატორში გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი!საბას ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს, […]

,, 60 ზე მეტმა ოფიცერმა დატოვა სამსახური; დარჩენილებს ჩამოართვეს პასპორტები და ატერორებენ მათ ოჯახებს” – რა ინფორმაციებს აქვეყნებს სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ჩემს ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით: შსს-ში დარბევის დეპარტამენტის უფროსი და მისი ოთხი მოადგილე გადადგა, ასევე 16 ინსტრუქტორი, ფსიქოლოგიური მომზადების სამსახურის უფროსი და 12 თანამშრომელი, აგრეთვე წყლის ჭავლის მანქანების ჯგუფი 16 კაცი! მეორე, მესამე და მეოთხე ასეულებში კი ბუნტია. გარდა ამისა 60 ზე მეტმა ოფიცერმა დატოვა სამსახური; დარჩენილებს ჩამოართვეს პასპორტები და […]

,,ქართველთა უტეხობას ცდის ეს ჭორვილელი მანიაკი“ – გიორგი გუგავა

ლეიბორისტული პარტიის გენმდივანი გიორგი გუგავა: ,,ქართველთა უტეხობას ცდის ეს ჭორვილელი მანიაკი. (ტამერლანის ხმალმა ვერ გატეხა) ჰოდა ვნახავთ ვისი აჯობებს.”