ქოჩორაშვილის “ლევანტემ” “მირანდესთან” დასანანი მარცხი განიცადა

სეგუნდა დივიზიონის მეჩვიდმეტე ტურში „ლევანტე“ გასვლაზე ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „მირანდესთან“ 1:2 დამარცხდა. „ლევანტე“ 87-ე წუთამდე 1:0 იგებდა, მაგრამ შემდეგ ორი გოლი გაუშვა და მარცხი განიცადა. სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა 90+1-ე წუთამდე ითამაშა. „ლევანტე“ 29 ქულით მეხუთე ადგილზეა და 14 დეკემბერს „კორდობას“ მიიღებს. მირანდესი – ლევანტე 2:1 გოლები: 0:1 გარსია (56), 1:1 როკა (87), 2:1 […]

აქციაზე არაერთი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ცოტნე კობერიძე, საკრებულოს წევრი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციების მე-9 ღამეს სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. დააკავეს არაერთი ადამიანი – მათი რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია. დაკავებულთა შორისაა ცოტნე კობერიძე, თბილისის საკრებულოს წევრი ოპოზიციური პარტიიდან „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“. დააკავეს ასევე ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორდონის წინ რამდენიმე წუთის განმავლობაში იდგა. სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა […]

დუმაში მოითხოვენ, რომ 15 წლიანი პატიმრობით დაისაჯოს რუსეთის მოწინააღმდეგის მხარდაჭერა

შეიარაღებული აჯანყებისთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენის დროს, სახელმწიფო სათათბიროს სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტმა დაამტკიცა ინიციატივა, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ საქმიანობისა და მოწინააღმდეგის დახმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებას ითვალისწინებს. შესწორება ადგენს პასუხისმგებლობას რუსეთის ტერიტორიაზე მყოფი იმ უცხოელი მოქალაქეებისათვის ან მოქალაქეების არმქონე პირებისათვის, რომლებიც დახმარებას უწევენ მოწინააღმდეგეს. საუბარია ფინანსურ, მატერიალურ-ტექნიკურ, საკონსულტაციო ან სხვაგვარ დახმარებაზე […]

სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლების პერიოდში სპეცდანიშნულების რაზმმა ასევე რამდენჯერმე გამოიყენა ე.წ. წიწაკის სპრეი. ამ დროისთვის, პარლამენტის წინა პერიმეტრი აქციის მონაწილეებს სრულად დაატოვებინეს. პარალელურად, სამართალდამცველები მოქალაქეებს აკავებენ. ipn.ge

ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირის გარდა, სპეცრაზმია განლაგებული რესპუბლიკის მოედანზეც – აქციის მონაწილეები ფაქტობრივად ალყაში არიან მოქცეული

რუსთაველის გამზირზე ე.წ. ცისფერი გალერეის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, სპეცრაზმია განლაგებული რესპუბლიკის მოედანზეც, შესაბამისად, აქციის მონაწილეები ფაქტობრივად ალყაში არიან მოქცეული, რადგან მომიტინგეები ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიას იკავებენ. ასევე ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები. სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო.

“აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი” – სახალხო დამცველი –

სახალხო დამცველის განცხადებით, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. “სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა […]

“ნუ გვიღებო… სპეცრაზმმა ხელი მკრა და დამიმტვრია ტელეფონი” – “პალიტრანიუსის” ჟურნალისტი აქციაზე

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა “პალიტრანიუსის” ჟურნალისტს ტელეფონი დაუმტვრია. ჟურნალისტი აქციას ლაივში აშუქებდა, რა დროსაც სპეცრაზმელი მასთან მივიდა და ტელეფონი გადაუგდო. “ხელი მკრა და გადამიგდო ტელეფონი, დამიმტვრია. ვიღებდი და ნუ გვიღებო, ლაივი მქონდა ჩართული, პრესქარდიც მიკეთია. განგებ მოვიდა და დამიმტვრია ტელეფონი”, – ამბობს ჟურნალისტი.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც სპეცრაზმის წინ იდგა, დააკავეს

აქციის მონაწილე, ბეა გაზდელიანი, რომელიც სპეცრაზმს წინ გადაუდგა, დააკავეს. ახალგაზრდა ქალი ამბობდა, რომ მისი მეგობარი დააკავეს და ის ადგილიდან არ გატოკდებობა. მისი დამსახურევით, სპეცრაზმი, რომელიც წი მოიწევდა, ცოტა ხანს შეყოვნდა. ,,არ მეშინია, აქ ვიდგები” – ეძახდა სპეცრაზმს. რამდენიმე წუთიანი ფიქრის შემდეგ სპეცრაზმელებმა ახალგაზრდა ქალი მაინც დააკავა.

პარლამენტთან, სავარაუდოდ, ცოტნე კობერიძე დააკავეს

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სავარაუდოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ცოტნე კობერიძე დააკავეს. ის სპეცდანიშნულების რაზმმა ე.წ. კორდონში შეითრია. დამატებით ინფორმაცია მისი დაკავების დეტალებზე ჯერჯერობით არ ვრცელდება. მანამდე სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლა დაიწყო. გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. თითქმის უწყვეტად ისმის გაფრთხილების ხმა და მოქალაქეებს მოუწოდებენ დაიშალონ. არიან სხვა დაკავებულებიც.

სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლების პერიოდში სპეცდანიშნულების რაზმმა ასევე რამდენჯერმე გამოიყენა ე.წ. წიწაკის სპრეი. ამ დროისთვის, პარლამენტის წინა პერიმეტრი აქციის მონაწილეებს სრულად დაატოვებინეს. პარალელურად, სამართალდამცველები მოქალაქეებს აკავებენ.