ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირის გარდა, სპეცრაზმია განლაგებული რესპუბლიკის მოედანზეც – აქციის მონაწილეები ფაქტობრივად ალყაში არიან მოქცეული

რუსთაველის გამზირზე ე.წ. ცისფერი გალერეის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, სპეცრაზმია განლაგებული რესპუბლიკის მოედანზეც, შესაბამისად, აქციის მონაწილეები ფაქტობრივად ალყაში არიან მოქცეული, რადგან მომიტინგეები ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიას იკავებენ.
ასევე ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის წყლის ჭავლის მანქანები.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია