სპეცრაზმმა თითქმის სრულად გაათავისუფლა რუსთაველის გამზირზე, უშუალოდ პარლამენტის წინა პერიმეტრი – რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ამ დროისთვის, პარლამენტის წინა პერიმეტრი აქციის მონაწილეებს სრულად დაატოვებინეს. პარალელურად, სამართალდამცველები მოქალაქეებს აკავებენ. სპეცდანიშნულების რაზმი ქაშვეთის ტაძართან განლაგდა, სადაც კორდონი გააკეთეს. სპეცრაზმის უკან განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანაც. მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ავტომობილებში მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევენ
სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო

სპეცრაზმმა დაიწყო რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევა. ეს დაახლოებით ღამის 12 საათსა და 35 წუთზე მოხდა. სპეცრაზმი დემონსტრანტების მიმართ წავიდა თავისუფლების მოედნიდან და ჭიჭინაძის ქუჩიდან. დაიწყო დაკავებებიც.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაიწყო

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. დაახლოებით 00:30-ზე თავისუფლების მოედანზე განლაგებული სპეცრაზმელები, სპეცტექნიკის თანხლებით დაიძრნენ. ისმის გამაფრთხილებელი შეტყობინებაც, რომელიც მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდებს. სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისგან ათავისუფლებს რუსთაველის გამზირს. დემონსტრანტებმა “ცისფერი გალერეისკენ” გადაინაცვლეს, თუმცა არ იშლებიან. ძალის გამოყენებით დააკავეს რამდენიმე პირი. მასალა განახლდება
სპეცრაზმმა თითქმის სრულად გაათავისუფლა რუსთაველის გამზირზე, უშუალოდ პარლამენტის წინა პერიმეტრი – რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე რამდენჯერმე გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი. ამ დროისთვის, პარლამენტის წინა პერიმეტრი აქციის მონაწილეებს სრულად დაატოვებინეს. პარალელურად, სამართალდამცველები მოქალაქეებს აკავებენ. სპეცდანიშნულების რაზმი ქაშვეთის ტაძართან განლაგდა, სადაც კორდონი გააკეთეს. სპეცრაზმის უკან განლაგებულია წყლის ჭავლის მანქანაც. მიმდებარე ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ავტომობილებში მოქალაქეებს პირველად დახმარებას უწევენ.
მედია – ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, პარიზში დონალდ ტრამპს შეხვდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, პარიზში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხვალ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან. „უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. შესაძლებელია სხვა შეხვედრებიც, კერძოდ, არჩეულ პრეზიდენტთან […]
ნიკა გვარამია – დაკავებებით, ჩხრეკებით, შევარდნებით და მსგავსი “საინფორმაციო გადაფარვის” მცდელობებს არ უნდა შევასრულებინოთ ივანიშვილის სასურველი ფუნქცია, ფოკუსი გადავიდეს მთავარიდან – ახალი არჩევნები

მიუხედავად ყველაფრისა, დაკავებებით, ჩხრეკებით, შევარდნებით და მსგავსი “საინფორმაციო გადაფარვის” მცდელობებს არ უნდა შევასრულებინოთ ივანიშვილის სასურველი ფუნქცია, ფოკუსი გადავიდეს მთავარიდან – ახალი არჩევნები, საერთაშორისო ადმინისტრაციით,-ამის შესახებ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან განცხადებას “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა გვარამია „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს. ის დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მათი პარტიის წევრი, საბა სხვიტარიძე არათუ უკანონოდ დააკავეს, არამედ იზოლატორში არაადამიანური […]
სახალხო დამცველი – მოვუწოდებთ შსს-ს, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა შემოწმებები

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ზედაპირული შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელების დროს, მკაცრად იმოქმედოს დადგენილი წესებით და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლის გარეშე არ მოახდინოს მოქალაქეთა შემოწმებები, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. „საყურადღებოა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მედიითა […]
აქციაზე ცოტნე კობერიძე დააკავეს

აქციაზე ცოტნე კობერიძე დააკავეს. ინფორმაციას ადასტორებს ,,გირჩის” წევრი ბორის ყურუა. სხვა დეტალი ამ დროისთვის უცნობია
ცემა, წიწაკის სპრეი, თავდასხმა – რა ხდება რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე პოლიცია აქციას ძალადობრივად არბევს. ისინი სათითაოდ ესხმიან თავს ადამიანებს, და ფიზიკურად უსწორდებიან, მაშინაც კი, თუ მოქალაქე ეუბნება, რომ ნებაყოფლობით გაჰყვება. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეიც აქციის მონაწილეთა ჯგუფმა თავის დაცვა სცადა, თუმცა, რამდენიმე პირი მაინც დააკავეს. ხმოვანი სიგნალის მიხედვით, შესაძლოა, წყლის ჭავლის გამოყენებაც დაიწყონ.
პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. ამ დროისთვის ჩართულია გამაფრთხილებელი სიგნალიც. ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე სპეცრაზმელები არიან მობილიზებული. ადგილზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანაც. აქცია აბსოლუტურად მშივიდობიანი იყო, თუმცა წინა დღისგან განსხვავებით, სპეცრაზმი დღეს ისევ აგრესიულად იწყებს მოქმედებას.