,,გავტეხეთ წინააღმდეგობა, ორგანიზატორები დავაკავეთ და ძალადობაც მორჩაო” – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი: ,,გავტეხეთ წინააღმდეგობა, ორგანიზატორები დავაკავეთ და ძალადობაც მორჩაო და ეს მეტროებში ჩასაფრება, ხალხის ფაქტობრივ ალყაში მოქცევა და არნახული სისასტიკე ნაძვის ხისთვის ხდება მხოლოდ. იმან კი დაიმუქრა ძვლებში გადაგამტვრევთო და ნაძვისხის დასადგმელად აწყობს ჯოჯოხეთს ”

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გაზის კაფსულები გამოიყენა

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გაზის კაფსულები ისროლა, პარალელურად იყენებენ წყლის ჭავლს. პარალელურად სპეცრაზმის წევრები მოქალაქეებს მისდევენ, მათზე ძალადობენ და აკავებენ. ასევე, ხელს უშლიან მედიას მუშაობაში.

სპეცრაზმი მობილიზებულია რესპუბლიკის მოედანზეც – დემონსტრანტებს იქაც აკავებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმი, გარდა პარლამენტის მიმდინარედ, რუსთაველის გამზირისა, მობილიზებულია რესპუბლიკის მოედანზე, – დემონსტრაციის ძირითადი კერისაგან დაახლოებით 600 მეტრის დაშორებით. იქვეა წყლის ჭავლის მანქანაც. რესპუბლიკის მოედანზე სპეცრაზმელებმა უკვე დააკავეს რამდენიმე ადამიანი 01:30 საათისათვის. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციების მე-9 ღამეს სპეცრაზმმა კვლავ დაიწყო დემონსტრაციის ძალის გამოყენებით დაშლა. დააკავეს არაერთი ადამიანი – მათი რაოდენობა […]

ომბუდსმენი – აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს შეკრების დაშლა, მონაწილეთა დაკავებები და სპეციალური საშუალებების გამოყენება, ხოლო პროტესტის მონაწილეებს მიეცეს საშუალება განაგრძონ აქცია. ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენი ავრცელებს. როგორც ლევან იოსელიანი აღნიშნავს, აქციის მონაწილეების დაშლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. „სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის […]

„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს მარიამ მაზიაშვილს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელმა ტელეფონი დაუმტვრია

„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტსს მარიამ მაზიაშვილს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მობილური ტელეფონი დაუმტვრია, რითაც პირდაპირ ეთერში მუშაობდა. „ვიღებდი და ნუ გვიღებო, ტელეფონი დამიგდო დაბლა. „ლაივი“ მქონდა, ტელევიზიაში ვიყავი ჩართული. პრესკარტა მიკეთია, იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, განგებ მოვიდა და დამიმტვრია ტელეფონი“, – აცხადებს მარიამ მაზიაშვილი. სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაახლოებით 00:35 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის […]

ომბუდსმენი: აქცია იყო მშვიდობიანი, არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, აქციის დაშლის მომენტში ამის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან პროტესტი მშვიდობიანი იყო. „სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას და აღნიშნავს, რომ იმ დროისთვის (00:34), როცა სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციის დაშლა დაიწყეს, აქცია იყო მშვიდობიანი და არ არსებობდა მისი დაშლის და შეკრების თავისუფლებაში ჩარევის სამართლებრივი საფუძველი. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა […]

მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ზედა ვესტიბიულში, ადმინისტრაციული წესით ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მეტროსადგურ “თავისუფლების მოედნის” ზედა ვესტიბიულში, წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ორი მოქალაქეა დაკავებული. უწყება, ასევე განმარტავს, რომ პოლიციამ თბილისის სხვადასხვა მეტროსადგურში, მოქალაქეების “ზედაპირული შემოწმება და დათვალიერება” “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად ჩაატარეს. “პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან […]

„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტის თქმით, სპეცრაზმელმა ტელეფონი დაუმტვრია

„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს მარიამ მაზიაშვილს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მობილური ტელეფონი დაუმტვრიეს, წერს „ინტერპრესნიუსი“. „ვიღებდი და ნუ გვიღებო, ტელეფონი დამიგდო დაბლა. „ლაივი“ მქონდა, ტელევიზიაში ვიყავი ჩართული. პრესკარტა მიკეთია, იცოდა, რომ ჟურნალისტი ვიყავი, განგებ მოვიდა და დამიმტვრია ტელეფონი“, — განაცხადა მარიამ მაზიაშვილმა. ფოტო: IPN

2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გავუშვებდით. დღეს ვხვდები, რომ ივანიშვილმა ბეწვის ხიდზე გაატარა ქვეყანა და ჩვენ გადავრჩით

2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ გავუშვებდით. დღეს ვხვდები, რომ ივანიშვილმა ბეწვის ხიდზე გაატარა ქვეყანა და ჩვენ გადავრჩით რომ გადაატრიალონ ეს მთავრობა, თვითონ მოვლენ? ეს მსახიობები დამიდგებიან ხელმძღვანელად, პრემიერ-მინისტრად?! მე მიშა სააკაშვილის მირჩევნია ირაკლი კობახიძე, – განაცხადა მსახიობმა, დავით ხურცილავამ (ჯაპანა) გადაცემაში „იმედი Live“. „2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი რომ არ […]

,, ახლა, როდესაც ხრიკოს იუმორს გადაყვა მთელი ქვეყნის უბედურება… მე გპასუხობთ…” – სანდრო ელოშვილი

რეჟისორი სანდრო ელოშვილი ,,იმედის” პროდიუსერზე ირაკლი ხრიკაძეზე წერს, რომლის ფეისბუქპოსტს დიდი რეზონანსი მოჰყვა – ,,ვტოვებ ტელეკომპანია იმედს!!!- ერთი 15 წუთით ოღონდ, ნიკორაში გადავდივარ აქვე, რამე სასუსნავს ვიყიდი და დავბრუნდები ისევ” ,,არ მინდოდა თქმა და არც ვიტყოდი, ჩემმა ძალიან უახლოესმა მეგობრებმა იციან ამ ერთი კვირის განმავლობაში რამდენი მომხვდა, რამდენი მიმასველეს და რამდენი მიმგაზეს… არც ვიტყოდი, მაგრამ […]