მარია ზახაროვა – რომის პაპი მიმართავს დასავლეთს, უარი თქვას ამბიციებზე და აღიაროს შეცდომა

ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ს თქმით, ფრანცისკე მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს არა კიევს, არამედ დასავლეთს.
„მე ამას ასე ვხედავ: რომის პაპი დასავლეთს სთხოვს, უარი თქვას ამბიციებზე და აღიაროს შეცდომა“, – განუცხადა ზახაროვამ იტალიურ საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს.
მისი მტკიცებით, დასავლეთი ს რუსეთის დასუსტებისთვის თავისი ამბიციების ინსტრუმენტად იყენებს.
„ჩვენ არასოდეს დაგვიბლოკავს მოლაპარაკებები“, – განაცხადა ზახაროვამ და დასძინა, რომ უკრაინაში სიტუაცია „ჩიხშია“.
შეგახსენებთ, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინამ თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულების მიზნით რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – გილოცავთ ევროპის დღეს! მჯერა, საქართველო მალე შეუერთდება ღირებულებათა ერთობით ჩამოყალიბებულ კავშირს, სადაც თითოეული ქვეყანა თავისი თვითმყოფადობით შეიტანს წვლილს ევროპის მშვიდობის და წინსვლის უზრუნველყოფაში