უკრაინაში დაადასტურეს დრონებით დარტყმა ანაპასთან მდებარე ნავთობის ბაზებზე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს დრონებით შეტევა ს კრასნოდარის მხარის ქალაქ ანაპასთან მდებარე ნავთობის ბაზებზე. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის და რამდენიმე რეზერვუარის დაზიანების შესახებ გამთენიისას განაცხადა ანაპის ოპერატიულმა შტაბმა.
გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ და ბრიტანული BBC-ს უკრაინული სამსახური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ დრონებით დაარტყეს ანაპასთან მდებარე სოფელ იუროვკაში მდებარე ნავთობის ორ ბაზას. წყაროების თანახმად, ამ ბაზებიდან საწვავის გადატვირთვა ხდება ყირიმში მყოფი რუსი სამხედროებისთვის.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ შემცირებას რუსეთის ეკონომიკური და ლოგისტიკური პოტენციალის, რომელიც ომისთვის სჭირდება
9 მაისს, დღისით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატში, კომპანია „გაზპრომის“ საწარმოზეც.
2024 წლის დასაწყისიდან რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რამდენიმე ათეულ ნავთობის ბაზასა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
არაერთმა მედიასაშუალებამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით არაერთხელ დაწერა, რომ მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური პოტენციალის შესამცირებლად დეტალურად გაწერილი სტრატეგიის რეალიზება და უკრაინის ამოცანაა, მოწინააღმდეგეს წაართვას შემოსავალი და რესურსები, რომლებსაც ომის და უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისთვის იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს

შალვა პაპუაშვილი – იმდენი უცხოელი ჩაერია გამჭვირვალობის საკითხში, ბოლოს მიტინგებზეც გამოვიდნენ, ზუსტად ეს აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც პარლამენტი იღებს, ამიტომ ჩვენ ვეტოს დავძლევთ