სი ძინპინი სერბეთის შემდეგ უნგრეთს სტუმრობს და მოუწოდებს ბუდაპეშტს, “უხელმძღვანელოს” რეგიონის ურთიერთობებს პეკინთან

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მოუწოდა უნგრეთს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. მიმართვა უნგრეთის სამთავრობო ვებსაიტზე გამოქვეყნდა 8 მაისს, ჩინელი სტუმრის ბუდაპეშტში ჩასვლის წინ.
ის ბუდაპეშტში 8 მაისს, გვიან ღამით, ჩავიდა.
სი ძინპინი ევროპული ტურნეს ფარგლებში უკვე ესტუმრა საფრანგეთსა და სერბეთს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსია და მისი ქვეყანა ივლისში ევროკავშირის ექვსთვიან მორიგე თავმჯდომარეობას ჩაიბარებს. ”ჩვენ ერთად გამოვიარეთ სირთულეები და ერთად გამოვიწვიეთ ძალაუფლების პოლიტიკა არასტაბილური საერთაშორისო ურთიერთობების ფონზე”,- აცხადებს სი, რომელიც დასძენს: „ჩვენ ერთად მოვძებნეთ სუვერენული სახელმწიფოების გზა, რათა დამოუკიდებლად ვაწარმოოთ მეგობრული გაცვლები სხვა ქვეყნებთან“.
წინა დღეს უკრაინის პრეზიდენტ სა და ვიქტორ ორბანს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. ზელენსკიმ მას მაღალი შეფასება მისცა. საუბრის შესახებ სხვა დეტალები არ გაუვრცელებიათ. არ არის ცნობილი, უკავშირდებოდა თუ არა ის სი ძინპინის ვიზიტს უნგრეთში და რაიმე სამშვიდობო ინიციატივების განხილვას.
უნგრეთის პოზიცია ში ომისადმი განსხვავებულია ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების მიდგომისგან. უნგრეთი არ აწვდის უკრაინას იარაღს და ხანდახან აკრიტიკებს უკრაინის მთავრობას, ასევე მოუწოდებს მას, მოილაპარაკოს რუსეთთან წინასწარი პირობების გარეშე, რაც მიუღებელია სთვის. ჩინეთის მიდგომა დიდად არ განსხვავდება უნგრეთისგან. მაგრამ უნგრეთი ს წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მონაწილეა. ჩინეთს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ მისმა ბანკებმა სანქციების შიშით შეამცირეს მიმოქცევა რუსეთთან.
მოელიან, რომ სი უნგრეთში ხელს მოაწერს საინვესტიციო შეთანხმებებს. ევროკავშირსა და ჩინეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, უნგრეთი რჩება პეკინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს