“სათითაოდ ყველას თავს დაგვესხმიან, დაგვიჭერენ” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერმა, მ, განაცხადა.
ეს არის ნამდვილად შიშის და რეალობას მოწყვეტილი სიტუაციის გამომხატველი, რაც “ქართულ ოცნებას” აქვს. მე ვეუბნები მათ, თქვენი დრო ამოწურულია ხალხო, თქვენ მხარდაჭერა არ გაქვთ. თქვენ უბრალოდ ახლა ფიქრობთ, რომ ამ ძალადობით ვინმეს გააჩერებთ, მაგრამ მივმართავ საზოგადოებას – შაბათს, მსვლელობაზე უნდა ვიყოთ გაცილებით მეტი. კვირას, 22:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან და ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ არა “რუსულ კანონს” და კი – ევროპას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დასავლეთისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს ქართველ ხალხს და სრულ იზოლაციაშია მერწმუნეთ, ჩვენ უახლოეს მომავალში გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია. როცა ერთად ვართ, ვერაფერს ბედავენ. ახლა უნდათ, რომ სათითაოდ დაგვესხან თავს, ამიტომ გავამხნეოთ და გავამაგროთ ერთმანეთი, ვიყოთ გაცილებით მეტი შაბათს, ვიყოთ გაცილებით მეტი კვირას და რაც მთავარია, გამარჯვება მოვიპოვოთ. ძალიან ახლოსაა გამარჯვება, ჩამოშლის პირასაა “ქართული ოცნება”. პოლიციელებს გუშინ ველაპარაკებოდი, უბრალოდ ხმას ვერ იღებენ. გია ჯაფარიძის სახლთან რომ მივედი, ხმას ვერ იღებდნენ პოლიციელები ისეთ მდგომარეობაში არიან და ვეკითხები საზოგადოებას – ვინმეს ასეთი საქართველო გინდათ? ეს ხომ იმის ნათელი მაგალითია, რას აპირებს ამ კანონის მიღების შემდეგ. მე ღიად ვამბობ – თუ მას ეს ყველაფერი გაუვიდა, სათითაოდ ყველას თავს დაგვესხმიან, დაგვიჭერენ,”

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს