მაიკლ გალერი: ერთადერთი სიმღერა, რომელიც თავში მომდის მსგავსი დანაშაულების შემდეგ, არის – „უკან საბჭოთა კავშირში

“ერთადერთი სიმღერა, რომელიც თავში მომდის მსგავსი დანაშაულების შემდეგ, არის – „უკან საბჭოთა კავშირში”.
ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ საქართველოში გაერთიანებული და კოორდინირებული სამოქალაქო მოძრაობა დაიწყოს, რომელიც პოლიტიკურ პლატფორმად ჩამოყალიბდება და არჩევნებში „ქართული ოცნების” ალტერნატივად იქცევა”, – წერს ევროპარლამენტარი, მაიკლ გალერი.
შეგახსენებთ, გუშინ, ღამის საათებში აქციების მონაწილეებს თავს დაესხნენ. მათ სადარბაზოებთან, ქუჩებსა და სახლებთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავს დაესხნენ ორბორბლიანთა მარშის თანაორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის” წევრს, დიმა ჩიქოვანს და „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმას, გია ჯაფარიძეს.