არქივი27 თებერვალი, 2024, 15:44
ნინო გიორგობიანი ვახტანგ გომელაურის მრჩევლად დაინიშნა
მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნინო გიორგობიანი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, მრჩევლად დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.
გიორგიბიანს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ეკავა. მან აღნიშნული თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა.
მანამდე ნინო გიორგობიანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.