ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

64 300 ლარის ბაღჩეული და 64 300 ლარის ყვავილები – გამოაცხადებს თუ არა ყაველაშვილი დიპლომის ყიდვის ტენდერს?

64 300 ლარის ბაღჩეული და 64 300 ლარის ყვავილები – გამოაცხადებს თუ არა ყაველაშვილი დიპლომის ყიდვის ტენდერს?

მიხეილ ყაველაშვილი 64 300 ლარის ბაღჩეულის პროდუქციის და ყვავილების თაიგულის შეძენას აპირებს – ამის შესახებ ტენდერი უკვე გამოცხადდა. 64 300 ლარის ყვავილები გამარჯვებულმა კომპანიამ არალეგიტიმური პრეზიდენტის ადმინისტრაციას 31 დეკემბრამდე პერიოდულად უნდა მიაწოდოს.
წინადადების მიღება სამ მარტს იწყება და 5 მარტს სრულდება. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ იქნება მიხეილ ყაველაშვილისთვის ყვავილების მიმწოდებელი. სატენდერო დოკუმენტაცია spa.ge-ზე სრულყოფილად არ არის ატვირთული, რის გამოც უცნობია, რისთვის სჭირდება ყაველაშვილის ბაღჩეული და თაიგულები.
დღეს, მას შემდეგ რაც ინფორმაცია გავრცელდა, მოქალაქეები სოციალურ ქსელში კითხულობენ, დიპლომის ყიდვის ტენდერის გამოცხადებას ხომ არ გეგმავს ყაველაშვილი?

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.