ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

20 სექტემბერს, მარნეულში „მარნეულობა 2024“ გაიმართება

20 სექტემბერს, მარნეულში „მარნეულობა 2024“ გაიმართება

20 სექტემბერს, ქალაქ მარნეულში „მარნეულობა 2024“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერთან გაიმართება. პროგრამა 13:00 საათზე დაიწყება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:
13:00 - 18:00 - ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა- გაყიდვა;
13:00 - 17:00 - ფოტო სივრცე;
14:00 - 18:00 - მუზეუმი ღია ცის ქვეშ - მარნეულის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი ტრადიციული კულინარია და ეთნოგრაფიული ნიმუშების გამოფენა;
14:30 - ღვინის დაწურვა საწნახელში, თონეში პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება;
დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა სპორტული აქტივობა;
14:00 - 15:10 - საბავშვო გასართობი შოუ ანიმატორებისა და ზღაპრის გმირების მონაწილეობით;
15:10 - 15:15 - ანსამბლი „შავნაბადა“;
15:35 -17:00 - კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით;
გალა-კონცერტი:
18:30 - 19:30 - აზერბაიჯანელი მომღერალი როზა ზერგერლი;
19:30 - 21:00 - მუსიკალური ჯგუფი „ურსა“;
21: 00 - ფოიერვერკი
ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, მუნიციპალური ტრანსპორტი ღონისძიებაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.