16 ნოემბერს საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.
ამასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4 ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს – საფრთხის დონე საშუალო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი: კობახიძე ცდილობს რუსების მიერ დაპყრობილ ერებს: ქართველებს, სომხებს, ესტონელებს და ა.შ. ისეთივე პასუხისმგებლობა დააკისროს საბჭოთა კავშირის დანაშაულებზე, როგორი პასუხისმგებლობაც აქვთ რუსებს (ვიდეო)