ჯოზეფ ბორელი – სანამ უკრაინის აღდგენაზე ვისაუბრებთ, იქამდე მისი განადგურება თავიდან უნდა ავიცილოთ

სანამ უკრაინის აღდგენაზე ვისაუბრებთ, იქამდე მისი განადგურება თავიდან უნდა ავიცილოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა Le Monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ერთ წელიწადში შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. სანამ უკრაინის აღდგენაზე ვისაუბრებთ იქამდე, მისი განადგურება თავიდან უნდა ავიცილოთ. Patriot-ის სისტემების ყიდვა უფრო იაფია, ვიდრე ელექტროსადგურის აღდგენა, რომელიც რუსებმა მიზანში ამოიღეს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროპული ვალდებულებების შესასრულებლად უფრო მეტის გაკეთება ყველას შეუძლია და რომელიმე ერთი სახელმწიფოს გამოყოფა არ ღირს.
„ჩვენი ვალდებულებების შესასრულებლად მეტის გაკეთება ყველას შეუძლია. ჩემი როლი არა რომელიმე სახელმწიფოს გამოყოფა, არამედ, საერთო პოზიციის ჩამოყალიბებაა“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინის სამხედრო საჭიროებების განსახილველად 22 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის საბჭოს სხდომა გაიმართება.
„ძალთა ბალანსი უნდა აღვადგინოთ. ამ ამბავში ასიმეტრიაა: რუსეთს გამარჯვება არ სჭირდება, მათთვის საკმარისია, რომ არ დამარცხდნენ. მეორე მხრივ, ს შეჭრის მოსაგერიებლად გამარჯვება სჭირდება. ჩვენზეა დამოკიდებული, უზრუნველვყოფთ თუ არა უკრაინას საჭირო შეტევითი შესაძლებლობებით“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ