არჩილ გამზარდია: ახალგაზრდებო, წელს სულ სხვაგვარი აღდგომა მოუტანეთ სამშობლოს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან რომ არ გვქონია

“ძალიან ტკბილები ხართ, შვილებო, ახალგაზრდებო, წელს სულ სხვაგვარი აღდგომა მოუტანეთ სამშობლოს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან რომ არ გვქონია. მიუხედავად რთული ჟამისა – სულ სხვა იმედი, სულ სხვა ფასი, სულ სხვა შეგრძნება. ამ ერთობაში დღეს ქრისტე მართლაც დადიოდა.
მამული.
ენა.
ერთობა.
ისტორია.
სარწმუნოება.
ეს უკვე თქვენი ეპისტოლეა.
ახალი თაობის სააღდგომო ეპისტოლე – თქვენი და ჩვენი დევიზი, საერთო მისია.
ქრისტე აღდგა.
ჭეშმარიტად აღდგა.
ქრისტემ მოგვცეს ძალა ერთობით შეგვესრულებინოს ეს მისია.
გილოცავთ, ” – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი