“ხარებას ფავორიტები – სისასტიკით გამოირჩევიან, მოერიდეთ მათთან მიახლოებას” – ვის ფოტოებს აქვეყნებს გივი თარგამაძე

დაგვიანებაში არ ჩამითვალოთ, ყოველთვის ვცდილობ, მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია გავასაჯაროო. ქვემოთ მომყავს დარბევაში განსაკუთრებით აქტიური სპეცრაზმელების მონაცემები. რა აერთიანებს მათ? ისინი არიან ხარებას ფავორიტები. გარდა ამისა, ისინი ღიად პრორუსულ ოჯახებს წარმოადგენენ. ამ ოჯახების ქალბატონები ქოცებს სასწავლო დაწესებულებებში – სკოლებში, საბავშვო ბაღებში ყავთ გამწესებული ხელმძღვანელებად, თანამშრომლებად, რუსული პროპაგანდით ბავშვების მოსაწამლად. ამდენად, ძვირფასო მომიტინგეებო, ამათთან აგიტირება, მომხრობისკენ მოწოდება უბრალოდ აზრსაა მოკლებული, ისინი მხოლოდ მოღალატეები კი არ არიან, ოკუპანტს წარმოადგენენ და მას ემსახურებიან. თანაც, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან და ამის გამო არიან დაწინაურებულები ხარებას მიერ. ამიტომ, მოერიდეთ მათთან მოკლე დისტანციაზე მიახლოებას. ეს მხოლოდ მოკლე მიმოხილვაა. იდენტიფიცირება გრძელდება და თავის დროზე იქნება წარმოდგენილი სისტემატიზირებული სახით გამოძიბისთვის მისაწოდებლად.

ასევე დაგაინტერესებთ