ალეკო ელისაშვილი: ეს ერთი თვეა ხან ვინ შემომითვლის, შენს მოკვლას აპირებენო, ხან ვინ… ევროკომისარი და გლობალური ომის პარტია ჯერ არ შემხმიანებიან

ეს ერთი თვეა ხან ვინ შემომითვლის, შენს მოკვლას აპირებენო, ხან ვინ… რა ვერსია აღარ მოვისმინე — ხან სუს-ი მიპირებს მოკვლას, ხან ნაცები, ხან რუსები და ხან მანჯურიელები. ვუსმენ, ვუღიმი, მადლობას ვეუბნები ზრუნვაზე და განვაგრძობ ცხოვრებას.

ევროკომისარი და გლობალური ომის პარტია ჯერ არ შემხმიანებიან, საეჭვოდ სდუმან.

პრემიერ-მინისტრი რომ ხარ, ბიჯო, რამდენჯერაც რაღაცის შეგეშინდება, ყველაფერზე ოფიციალური განცხადება კი არ უნდა გამოსდო. პარანოია ჰქვია მაგას, შიშისგან დამართული ელეთმელეთი. ვერაა კაი ამბავი ეგ. გწყენს, ხომ ხედავ, პოლიტიკა უკვე და მოეშვი, თავს მიხედე. ძალიან გაწვალებთ უკვე ყველას ის ბოროტი კაცი და მოერიდოთ აწი, ჯობია. ქიხიაა უკვე.

დაწერა ალეკო ელისაშვილმა ფეისბუქზე.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრისას დაემუქრა.

მისი თქმით, ევროკომისარმა ჩამოთვალა ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა “გამჭვირვალობის კანონზე” ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ახსენა — “ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საოცარი პერიოდი გამოვიარეთ, სამწუხაროდ, დღესაც გრძედლება ზეწოლა, თუმცა ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს – შენარჩუნდება მშვიდობა და ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება