თეა წულუკიანი: ვინცობ რა ევროსტრუქტურებს, არ მგონია, რომ ისეთი სადამსჯელო ღონისძიება ჩატარდეს, რომ ან უვიზო რეჟიმი დადგეს ეჭვქვეშ, ან არ გაიხსნას მოლაპარაკებები

ვინცობ რა ევროსტრუქტურებს, არ მგონია, რომ ისეთი სადამსჯელო ღონისძიება ჩატარდეს, რომ ან უვიზო რეჟიმი დადგეს ეჭვქვეშ, ან არ გაიხსნას მოლაპარაკებები, – განაცხადა კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ გამჭვირვალობის კანონის მიღებაზე საპასუხო რეაქციაზე საუბრისას.

ს განცხადებით, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით სახეზეა ტოტალური შეტევა.

„ვინცობ რა ევროსტრუქტურებს, არ მგონია ისეთი სადამსჯელო ღონისძიება ჩატარდეს, რომ ან უვიზო რეჟიმი დადგეს ეჭვქვეშ, ან არ გაიხსნას მოლაპარაკებები. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უკმაყოფილება და ტოტალური შეტევა სახეზეა, რომ ეს კანონი როგორმე არ შევიდეს ძალაში და ვეტო არ გადაილახოს. მაგრამ ჩვენთვის უფრო დიდი სიკეთე ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და როგორმე ისეთი საშინელებების აცილებაა თავიდან, როგორიც არის საომარი დესტაბილიზაცია, როცა ასეთი არჩევანის წინასე დგახარ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვირჩევნია, რომ მივიღოთ ის ქართული კანონი, რომელიც სხვათა შორის, იმ ქვეყანაში, სადაც ახლა ვარ მე – საფრანგეთში ეს კანონი რელობად იქცა და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ სხვადასხვა მუხლი კიდევ მეტად დაიხვეწოს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ