თეა წულუკიანი კობახიძე-ვარჰეის სატელეფონო საუბარზე: რაც არ უნდა ყოფილიყო კონტექსტი, ფიცოს თავდასხმის ფაქტის მაგალითად მოყვანა ნამდვილად აღიქმება მუქარად

რაც არ უნდა ყოფილიყო კონტექსტი, ნებისმიერ შემთხვევაში და ვერავინ იტყვის საწინააღმდეგოს, ეს [ფიცოს შემთხვევის მაგალითად მოყვანა] ნამდვილად აღიქმება მუქარად მის მიმართ, ვინც ამას ისმენს, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას.

გადაცემა „იმედი LIVE“-ში საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ სა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შორის სატელეფონო საუბარში ევროკომისრის მიერ ს პრემიერზე თავდასხმის ფაქტის გაჟღერება შესაძლოა სიტყვის მასალად ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა მაინც მუქარად აღიქმება.

„მისასალმებელია ბატონი კომისრის, ვარჰეის საპასუხო განცხადება და განმარტება. ჩვენც და მთელს საზოგადოებას გვქონდა მოლოდინი, რომ ნათელი მოეფინებოდა თავად სიტყვების ავტორის მიერ ამ ყოველივეს. ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს [ფიცოს ხსენება] იყო არა რაიმე ტიპის განზრახვა მუქარასთან დაკავშირებით, არამედ ქართულად რომ ვიტყვით ხოლმე, სიტყვის მასალად, გამაფრთხილებელი ფორმით გაკეთებული და მაგალითად მოყვანილი, როგორც ამას თავად კომისარი ამტკიცებს. ეს ის კომისარია, რომელიც ძალიან ხშირად დახმარებია საქართველოს ევროკავშირის სტრუქტურებში, ხელშემწყობი პოზიცია ჰქონია. რაც არ უნდა ყოფილიყო კონტექსტი, ნებისმიერ შემთხვევაში და ვერავინ იტყვის საწინააღმდეგოს, ეს [ფიცოს შემთხვევის მაგალითად მოყვანა] ნამდვილად აღიქმება მუქარად მის მიმართ, ვინც ამას ისმენს.

რაც შეეხება პოლარიზაციას, ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სწორედ ასეთი [გამჭვირვალობის შესახებ] კანონის უქონლობა იწვევს ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციას და შემდეგ ამ პოლარიზაციის გადაზრდას რადიკალიზმში. ამიტომ ეს ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ ყველა პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ ხელს შეგვიწყობს როგორმე სიტუაცია დამშვიდებისკენ წავიდეს. რა თქმა უნდა, ვნებათაღელვები კიდევ იქნება ვეტოს გადალახვის პროცესში, მაგრამ დროთა განმავლობაში კანონი სიტუაციას დაამშვიდებს“, – აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო ერთ-ერთი ევროკომისრის მუქარა: „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

კობახიძის განცხადებას სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოღებული.

ასევე დაგაინტერესებთ