ცნობილია ვინ არის ქალი, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა

ში ახალგაზრდა ქალმა მეგობარი კაცი დაჭრა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, დაკავებულია 1 პირი.

შეყვარებულის დაჭრაში მხილებული 28 წლის ქალი ბრალის წარდგენას ელოდება. მაკა ალექსანდრია ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

“პირველებმა” ფონიჭალაში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები გაარკვია. დადგინდა, რომ ეჭვმიტანილთან სახლში შეყვარებული სასაუბროდ ჩავიდა, რის შემდეგაც მათ შორის კონფლიქტი დაიწყო. ირკევა, რომ ხელის არეში დაზინებები ქალსაც აქვს მიყენებული, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, ეს ჭრილობა მას ახალაგზრდა კაცმა მიაყენა თუ მამაკაცზე თავდასხმისას შემთხვევით დაიჭრა.

მომხდარზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო – “ტვ პირველი”

ასევე დაგაინტერესებთ