ჩინური ბანკები ბლოკავენ რუსეთიდან ფულის გადახდას ელექტრონიკის მიწოდების საფასურად

ჩინური ბანკები ბლოკავენ რუსული კომპანიებისგან ფულის გადახდას ელექტრონიკის აწყობისთვის საჭირო კომპონენტებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების მიწოდების საფასურად. ამის შესახებ გაზეთი „კომერსანტი“ იუწყება. გაზეთის წყაროების თქმით, ჩინეთთან ფულად ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით პირველი სირთულეები, რომლებიც ჯერ კიდევ დეკემბერში წარმოიშვა, ძირითადად მზა პროდუქტებს ეხებოდა.
2023 წლის ივნისში ჩინეთის ბანკმა (Bank of China) შეზღუდა რუსული ბანკის მომხმარებლებისთვის ევროკავშირში, შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში ჩინურ ვალუტაში საბანკო გადარიცხვის შესაძლებლობა.
ახლა კი პრობლემები შეიქმნა სერვერების, შენახვის სისტემებისა და ლეპტოპების კომპონენტების მიწოდებასთან დაკავშირებით. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩინეთი სინამდვილეში ს მონოპოლიური მიმწოდებელია, ამიტომ რუსულ კომპანიებს წარმოების მხრივ შეიძლება სერიოზული სირთულეები და შეფერხება შეექმნათ.
გადახდა დაბლოკილია “იმ ორგანიზაციებისთვისაც კი, რომლებმაც ხელი მოაწერეს გრძელვადიან კონტრაქტებს ელექტრონიკის ასაწყობად საჭირო კომპონენტების წარმოებისა და მიწოდების შესახებ”, – განუცხადა „კომერსანტს“ სააქციო საზოგადოება „სუვერენული მობილური ინიციატივის ჰოლდინგის“ დამაარსებელმა ალექსანდრ კალინინმა.
მისი თქმით, აპრილიდან პრობლემები წარმოიშვა კომპონენტებთან და კიტ-მაკომპლექტებლებთან (ის მოიცავს, კერძოდ, პროცესორებს, მოწყობილობის კორპუსებს და ეკრანებს) დაკავშირებით. “შიდა დეველოპერები, რომლებმაც შეუკვეთეს კომპონენტები ჩინეთიდან, ვერ დაიწყებენ თავიანთი პროდუქციის საბოლოო შეკრებას რუსეთში”, – თქვა მან.
ში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ოფიციალურად ჩინეთი არ შეერთებია. თუმცა შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ჩინურმა ბანკებმა სანქციების ქვეშ მყოფ რუს კლიენტებთან მუშაობა შეამცირეს.

ასევე დაგაინტერესებთ