არქივი17 იანვარი, 2025, 16:07
შვედი დეპუტატი - შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტთან ყველა კონტაქტი შეწყვიტოს

შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის წევრი, ევროპის საბჭოს თავდაცვისა და საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის წევრი, გუსტავ გოტბერგი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ჯგუფი არ ეთანხმება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურ დანიშვნას და საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - წერს შვედი დეპუტატი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.