ქეით მიდლტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა

კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უელ­სის პრინ­ცე­სა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მას მუც­ლის ღრუს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. ექი­მე­ბის ცნო­ბი, ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. ქეით მიდლტო­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 10-14 დღემ­დე დარ­ჩე­ბა, შემ­დეგ კი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს სახ­ლში გა­აგ­რძე­ლებს.

“მისი სა­მე­ფო უმაღ­ლე­სო­ბა უელ­სის პრინ­ცე­სა გუ­შინ, ლონ­დო­ნის კლი­ნი­კა­ში შე­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მას მუც­ლის ღრუს და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო რჩე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრინ­ცე­სა მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის შემ­დეგ და­უბ­რუნ­დე­ბა” – ნათ­ქვა­მია კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

რა გახ­და ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი, უც­ნო­ბია. ქეით მიდლტო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცია გა­სა­ჯა­რო­ე­ბუ­ლი არ არის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრინ­ცე­სას მსგავ­სად, ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებს არ და­ეს­წრე­ბა პრინ­ცი უი­ლი­ა­მიც. იგი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­უღ­ლი­სა და შვი­ლე­ბის გვერ­დით იქ­ნე­ბა. წყა­რო