ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანეთის მეფეს ჩარლზ მესამეს პროსტატის სიმსივნე აღმოაჩნდა

დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს პროსტატის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. როგორც BBC ბუკინგემის სასახლეზე დაყრდნობით წერს, სიმსივნე კეთილთვისებიანია და მეფე ჩარლზი საავადმყოფოში იმყოფება, სადაც „მაკორექტირებელ პროცედურა“ უნდა ჩაუტარდეს.

ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 75 წლის მონარქი საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას გამოჯანმრთელებამდე, „მცირე ხნით ჩამოშორდება“.

ცნობისთვის, ამ სიახლეს წინ უძღოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, უელსის პრინცესას ქეით მიდლტონს მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას საავადმყოფოში გადის. ისიც, რეაბილიტაციის პროცესის დასრულებამდე საჯარო ღონისძიებებს არ დაესწრება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.