„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი და რეგიონული მდივნები იმერეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე, , პარტიის აღმასრულებელი მდივანი, , რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ქუთაისში, იმერეთის მხარის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდებიან.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ხვალ, 31 მარტს, 13:00 საათზეა დაგეგმილი.
მათივე ცნობით, შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე.
„ქართული ოცნების” თავმჯდომარის და პარტიის ლიდერების შეხვედრები რეგიონებში 2 მარტს დაიწყო. შეხვედრები გაიმართა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის მხარეში. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან კობიაშვილი – წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა ხორციელდება ფეხბურთელებზე – ამ პროცესებს მართავენ ისინი, ვისაც რეალურად არც ფეხბურთი აინტერესებს და არც საქართველოს გამარჯვება