იჰორ კოლომოისკის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ იჰორ კოლომოისკის შეატყობინა იმის შესახებ, რომ ის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში არის ეჭვმიტანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ცნობებში ეჭვმიტანილის ვინაობა არ არის ნახსენები. პროკურატურის შეტყობინებებში მას ეწოდება ცნობილი ბიზნესმენი, პოლიციის ცნობებში კი – ოლიგარქი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულია ეჭვმიტანილის ფოტო რეტუშირებული სახით, მაგრამ სურათზე შეიძლება კოლომოისკის ცნობა.
გამოძიების ვერსიით, ეჭვმიტანილმა 20 წელზე მეტი ხნის წინ შეუკვეთა იურიდიული ფირმის დირექტორის მკვლელობა. ბრალდება ამტკიცებს, რომ ბიზნესმენმა ადვოკატის მკვლელობა შეუკვეთა იმიტომ, რომ ამ უკანასკნელმა უარი თქვა, ბათილად ეცნო მისი ერთ-ერთი კომპანიის აქციონერთა შეკრების გადაწყვეტილება.
პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმა 2003 წლის აგვისტოში მოხდა ფეოდოსიაში. ოთხმა თავდამსხმელმა სცემა და დანით დაჭრა ადვოკატი, მაგრამ ის გადარჩა. მაშინ სამართალდამცავმა ორგანოებმა თავდასხმის შემსრულებლები დააკავეს. მათ 6-დან 12 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს. პოლიცია აცხადებს, რომ დამკვეთის ვინაობის თაობაზე უტყუარი მტკიცებულებები მოიპოვა.
იჰორ კოლომოისკი უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ის დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორია. 2021 წლის მარტიდან ის და მისი ოჯახი -ის სანქციების სიაში არიან.
შარშან სექტემბრიდან კოლომოისკი უკრაინის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. თავიდან მას ბრალი დასდეს უცხოეთში 12,5 მილიარდი დოლარის გატანაში 2013-დან 2020 წლამდე პერიოდში. მოგვიანებით ბიზნესმენს კიდევ ორი ბრალდება წარუდგინეს „პრივატბანკის“ 233 მილიონი დოლარის უკანონოდ ხელში ჩაგდების თაობაზე. კოლომოისკი ბრალდებებს უარყოფს.
კოლომოისკი პრეზიდენტ ს ერთ-ერთ სპონსორად ითვლებოდა 2019 წლის საპრეზიდენტო კამპანიისას.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის