„ქოცებო, თქვენ “იყავით შოკოლადში”! ოპოზიცია სტატუს კვოს შეცვლა კი არა, ლოგინიდან ადგომა ეზარებოდა“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრი, სოციალურ ქსელში წერს:
„ქოცებო, თქვენ “იყავით შოკოლადში”!
ევროკავშირის გინებაში მიღებული გქონდათ სტატუსი და ხალხი აზეიმეთ, რომ ევროპისკენ მივდივართ!
ოპოზიცია იყო სრულიად ფრაგმენტირებული და სტატუს კვოს შეცვლა კი არა, ლოგინიდან ადგომა ეზარებოდა.
მაგრამ როგორც იანუკოვიჩმა ვერ შეირგო ის მოღალატეობრივი ნაბიჯები, რამაც მაიდნამდე წინააღმდეგობის გარეშე მიიყვანა და უკრაინის სრული ჩახსნა მოინდომა ევროპული გზიდან, ზუსტად ისე ვერ შეირგო ივანიშვილმა და ქართველი ხალხის ღირსებას მიაფურთხა – რუსული კანონი დააბრუნა და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს ღია ომი გამოუცხადა.
რაც დღეს ქართული ოცნების თავს ხდება, არის თავიდან ბოლომდე ს დამსახურება.
მან ჩაიგდო თავი იმ დღეში, როცა გაწევს კანონს და საღადაო ჩმორად გადაიქცევა.
არ გაწევს და იანუკოვიჩის ბედი ემუქრება.
ყველა, ვინც გუშინ გაიძულეს კალაძის სამარცხვინო პოსტი გელაიქებინათ, ან გეგულათ (განსაკუთრებული ჯიშის მცოცავებმა გულები დაასვეს – ირონიული იყოო, მერე იტყვიან) ხართ რეალობას მოწყვეტილი ივანიშვილის მძევლები.
ვიცი რომ თავს იმშვიდებთ, იმედი გაქვთ რომ ასე შტერულად ოლიგარქი თავს არ გაწირავდა და რაღაც “დამაშნი ზაგატოვკები” ექნება, მაგრამ ვაი მაგ სიმშვიდეს – არ ვისურვებდი თქვენს ადგილას ყოფნას.“

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის