პუტინმა გამარჯვების დღე ქართველ ხალხსაც მიულოცა

ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცხო ქვეყნების ლიდერებს, ასევე საქართველოსა და მოლდოვის ხალხს, „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით“ მილოცვას უგზავნის. პუტინის მილოცვა ასევე გაეგზავნა დე ფაქტო რესპუბლიკების – სა და სამხრეთ ოსეთის – ლიდერებს. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე.
„მნიშვნელოვანია შეწყდეს ჩვენი საერთო ისტორიის გამრუდების ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა. და, რა თქმა უნდა, სათუთად შეინახოს და შემდგომ თაობებს გადაეცეს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდებული ტრადიციები, რომლებიც ჩვენს მამებსა და ბაბუებს დაეხმარა ღირსეულად გაეძლოთ რთული სამხედრო გამოცდისთვის და გაენადგურებინათ ნაციზმი“, – ნათქვამია პუტინის მილოცვაში.
რუსეთის პრეზიდენტმა მილოცვა გაუგზავნა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ს, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და მოლდოვის პრეზიდენტებს და „გამოთქვა რწმენა, რომ დიდი სამამულო ომის დროს ნაწრთობი ძმური მეგობრობის კავშირი საიმედო საფუძვლად დარჩება ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის“.
პუტინმა გამარჯვების დღე ქართველ და მოლდოველ ხალხებს შარშანაც მიულოცა.
ნაციზმზე გამარჯვების დღე საქართველოში 9 მაისს აღინიშნება. ნაციზმზე გამარჯვებას 8 მაისს აღნიშნავენ , დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი, , ლიეტუვა, ლატვია, და სხვები.
შარშან სექტემბერში, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილის ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც „ფაშიზმზე გამარჯვების დღედ” 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისის გამოცხადებას ითვალისწინებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის