ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური კლუბი შეიძინა

ყაზახეთში მოღვაწე ქართველმა მილიარდერმა მიხეილ ლომთაძემ, ინგლისის ლიგა 1-ის (რანგით მესამე ლიგის) კლუბ “უიქომბ უონდერერსის” 90%-იანი წილი შეიძინა.
აღნიშნული განცხადება ინგლისურმა კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
“ჩვენ გვინდა ავაშენოთ ფინანსურად ძლიერი კლუბი და წარმატებას გრძელვადიან პერსპექტივაში მივაღწით, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ”, – ავრცელებს კლუბი ლომთაძის სიტყვებს.
ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური [ფინტექ] კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი და კომპანია Kaspi Bank-ის ერთ-ერთი მფლობელია.
Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიის მიხედვით, 48 წლის ქართველი ბიზნესმენი, მიხეილ ლომთაძე 581-ე ადგილს მას შემდეგ იკავებს,
რაც მისი ქონების ღირებულება 2023 წლის შემდეგ $3.7 მილიარდიდან $5.2 მილიარდამდე გაიზარდა.
“უიქომბ უონდერერსმა” ინგლისის პირველ ლიგაში ასპარეზობა 65 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა.
ფულის გასათეთრებლად უნდა ალბათ თორე, ეგეთი გუნდები ვის რად უნდა:) ერთი უიქომბი გახდება გრანდი და მე კოსმონავტი:). გუნდი თუ გინდოდა საქართველოში დაილია გუნდები? სადღაც ინგლიში მეათე ლიგაში რომ არ გენახა.ქვეყანასაც წაადგებოდა. მაგრამ რაც თავში დავწერე ისე იქნება. გასათეთრებლად ფულის.