სერია A. “ემპოლი” გადარჩა, “ფროზინონე” – გავარდა

სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურში „ემპოლიმ“ სახლში „რომას“ 2:1 მოუგო და სერია B-ში გავარდნას გადაურჩა, „ფროზინონე“ კი საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენს „უდინეზესთან“ 0:1 დამარცხდა და „სასუოლოსთან“ და „სალერნიტანასთან“ ერთად ქვედა დივიზიონში დაქვეითდა.
ქართველი ლეგიონერები საბა გოგლიჩიძე (ემპოლი) და გიორგი კვერნაძე (ფროზინონე) სათადარიგოები იყვნენ.
ემპოლი – რომა 2:1
გოლები: 1:0 კანჩელიერი (13), 1:1 აუარი (45+1), 2:1 ნიანგი (90+3)
ფროზინონე – უდინეზე 0:1
გოლი: დევისი (76)

ასევე დაგაინტერესებთ