“ტორინო” “ატალანტასთან” დამარცხდა, მაგრამ კონფერენს ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურში „ტორინო“ გასვლაზე „ატალანტასთან“ 0:3 დამარცხდა.
ტურინულმა გუნდმა ჩემპიონატი 53 ქულით მეცხრე ადგილზე დაასრულა და კონფერენს ლიგაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
სტუმართა გუნდის მცველი საბა საზონოვი სათადარიგო იყო. მან ტურნირზე 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ატალანტა – ტორინო 3:0
გოლები: 1:0 სკამაკა (26), 2:0 ლუკმანი (43), 3:0 პაშალიჩი (71, პენ)