“ნაპოლიმ” “ლეჩე” ვერ დაამარცხა – “პარტენოპეი” ევროტურნირების მიღმა დარჩა

სერია A-ს ბოლო, 38-ე ტურში “ნაპოლისა” და “ლეჩეს” 0:0 დასრულდა. “პარტენოპეის” მომდევნო სეზონში ევროტურნირებზე ვერ ვიხილავთ.
მასპინძლები ინიციატივას ფლობდნენ, სტუმრები კონტრიერიშებით პასუხობდნენ და დორგუს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. ნეაპოლელებს მეტოქის კართან სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ, აქტიურ კვარაცხელიას კი ყურადღებით მეურვეობდნენ, გასაქანს არ აძლევდნენ და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში “პარტენოპეი” გააქტიურდა და კალცონას გუნდმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, თუმცა “ნაპოლიმ” გოლის გატანა ვერ მოახერხა და მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.
ამრიგად, გასული წლის სერია A-ს გამარჯვებულმა “ნაპოლიმ” ჩემპიონატში
53 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა.
ნაპოლი – ლეჩე