“პსჟ 130 მილიონს უფრო კვარაცხელიაში გადაიხდის, ვიდრე ოსიმენში” – იტალიური მედია

სერია A-ს ბოლო ტურში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ლეჩეს” ვერ სძლია (0:0), ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა, 2010 წლის შემდეგ პირველად ვერ მიიღებს ევროტურნირებზე მონაწილეობას და მატჩის დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა ფეხბურთელები სტვენით გააცილეს.
გარემარბმა მ ტურნირზე 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც გუნდის ჩაგდებული სეზონის კვალობაზე ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.
იტალიური მედიის ცნობით, მალე გუნდს ანტონიო კონტე ჩაიბარებს, spazionapoli-ს მტკიცებით კი რევოლუციური საკადრო ცვლილებები დაიწყება. გამოცემა “ტუტოსპორტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იტყობინება, რომ პსჟ ვიქტორ ოსიმენზე
უფო მეტად კვარაცხელიას სამსახურითაა დაინტერესებული:
“ოსიმენი კონტრაქტით გათვალისწინებული გამოსასყიდი 130 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებს “ნაპოლის”, მაგრამ ჯერ უცნობია, ვინ გადაიხდის ამ თანხას. როგორც ჩანს, პსჟ უფრო მეტად ასეთ მაღალ ინვესტიციას კვარაცხელიაში განახორციელებს, ვიდრე ნიგერიელში”.
spazionapoli ასკვნის, რომ ნეაპოლურმა კლუბმა 130 მილიონი შეიძლება არა ოსიმენის, არამედ კვარაცხელიას ტრანსფერიდან მიიღოს.

ასევე დაგაინტერესებთ