ურბანული განვითარების ინსტიტუტი: ბახმაროში “ორბის” მასშტაბური კომპლექსის პროექტი წინააღმდეგობაშია …

🔻” ბახმაროში “ორბის” მასშტაბური კომპლექსის პროექტი წინააღმდეგობაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან.

“🔻”მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ერთის მხრივ შეზღუდავს დეველოპერის ინტერესს და მეორეს მხრივ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბახმაროს მდგრადი განვითარებისთვის.

🔻 წარმოდგენილი კომპლექსი გაანადგურებს გარემოს ავთენტურობას, რომელსაც მოყვება საერთაშორსო ტურისტების ინტერესის ნაკლებობა, რაც გამოიწვევს ბახმაროს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ინვესტიციების და შემოსავლების შემცირებას.
🔻 კომპლექსი სრულად არის ამოვარდნილი გარემოს მოცულობითი კონტექსტიდან.
🔻 ქალაქგეგმარებითი კუთხით კრიტიკულად მცდარია გადაწყვეტები და არ ითვალისწინებს მთელ რიგ გამოწვევებს რომელიც ამ მოცულობას მოყვება.
🔻 კომპლექსი წინააღმდეგობაშია ადამიანურ მასშტაბთან.
🔻 ურბანული დიზაინის კუთხით, აუცილებელია გარკვეული ინტერვალით იცვლებოდეს ფასადის ელემენტები.
🔻კომპლექსი მისი სიგრძის მონაკვეთში სრულად აქრობს ადამიანისთვის მთის ხედის აღქმას.
🔻 არსებობს თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, რადგან ეს უზარმაზარი ბეტონის ფარდა, ჰაერის მასებს ცირკულაციაში ხელს შეუშლის.
🔻ყველა მშენებლობა განვითარებას არ ნიშნავს. ეს მშენებლობა დიდ საფრთხეს შეუქმნის ბახმაროს განვითარებას.
🔻ყველა ინვესტიცია ეკონომიკისთვის სასარგებლო არა, თუ მას არ მოჰყვება გააზრებული გადაწყვეტილებები. ამის ნათელი მაგალითია გუდაური და ბაკურიანი.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია: ხელისუფლებამ გაითვალისწინოს სამოქალაქო და პროფესიული საზოგადოების პოზიცია.
🔸 პროცესები დაბრუნდეს ქალაქგეგმარებითი პროექტირების სტადიაზე.
🔸 გამოცხადდეს ღია კონკურსი აღნიშნული ტერიტორიის განვითარებისა და განაშენიანების გეგმის მოსამზადებლად,” – წერია ურბანული განვითარების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ასევე დაგაინტერესებთ