2024 წლის ყველაზე უსაფრთხო ავიახაზები Air New Zealand-ია – რეიტინგი

airlineratings.com-ის მონაცემებით, Air New Zealand კიდევ ერთხელ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად. ის 2024 წლის რეიტინგის სათავეში მოექცა და საუკეთესო და გაუსწრო 2023 წლის გამარჯვებულ ავსტრალიურ Qantas-ს. სამეულში მესამე ავიახაზებია Virgin Australia. მე-13 ადგილზე მოხვდა Turkish Airlines, მე-19-ზე – Luftansa, მე-19-ზე – KLM, 23-ზე – Air France.
აღნიშნული რეიტინგის შედგენისას 400 ავიაკომპანია შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდა:
უსაფრთხოება,
ინოვაცია და ახალი თვითმფრინავების დანერგვა,
ინციდენტი ხუთი წლის განმავლობაში,
აუდიტები ავიაციის წამყვანი ასოციაციებისა და მმართველი ორგანოებიდან,
ფლოტის ასაკი,
პილოტების მომზადება,
მძიმე ინციდენტები ორი წლის განმავლობაში,
როგორ იცავენ ისინი COVID-ის რეკომენდაციებს.
რეიტინგში ყველაზე უსაფრთხო ავიახაზები არიან:
· Air New Zealand,
· Qantas,
· Virgin Australia,
· Etihad Airways,
· Qatar Airways,
· Emirates,
· All Nippon Airways,
· Finnair,
· Cathay Pacific Airways,
· Alaska Airlines,
· SAS,
· Korean Air,
· Singapore Airlines,
· EVA Air,
· British Airlines,
· Turkish Airlines,
· TAP Air Portugal,
· Lufthansa/Swiss Group,
· KLM,
· Japan Airlines,
· Hawaiian Airlines,
· American Airlines,
· Air France,
· Air Canada Group
· United Airlines.
2024 წლის საუკეთესო 20 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა: Jetstar, easyJet, Ryanair, Wizz Air, Norwegian, Frontier, Vueling, Vietjet, Southwest, Volaris, flydubai, AirAsia Group, Cebu Pacific, Sun Country, Spirit, Westjet, JetBlue, Air Arabia, Indigo და Eurowings.