უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ათასობით ადამიანმა ორბანის ხელისუფლების მიერ წარდგენილი „საჯარო გამჭვირვალობის კანონი“ გააპროტესტა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ათასობით ადამიანმა ორბანის ხელისუფლების მიერ წარდგენილი „საჯარო გამჭვირვალობის კანონი“ გააპროტესტა.
კანონი მთავრობას საშუალებას აძლევს, მონიტორინგი გაუწიოს, დააჯარიმოს და აკრძალოს მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ.
კრიტიკოსების აზრით, ეს რუსული სტილის კანონია და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიისა და მთავრობის კრიტიკოსების გაჩუმებას 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უნგრეთში არაერთი მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა საკამათო პოლიტიკას მიემართებოდა. მოქალაქეებმა, მათ შორის, გააპროტესტეს ანტი-LGBTQ+ კანონები, რომლებიც პრაიდ ღონისძიებებს კრძალავს და ხელისუფლებას უფლებას აძლევს, მონაწილეების იდენტიფიცირებისთვის სახის ამოცნობის ტექნოლოგია გამოიყენოს.
აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიული უფლებების დასაცავად.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში