„ტრამპს არ ენდომება, ისე გამოჩნდეს, თითქოს პუტინთან დამარცხდა“ – ბორის ჯონსონის

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ამბობს, რომ არ არის პესიმისტურად განწყობილი უკრაინის პერსპექტივებზე იმ შემთხვევაში, თუ -ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპს აირჩევენ 2024 წლის შემოდგომაზე.
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპი, – რომელიც აცხადებს, რომ 24 საათში შეუძლია ომის დამთავრება, – პუტინთან დათმობებზე წავა და ს არ დაეხმარება. ბორის ჯონსონი კი აცხადებს, რომ ასე არ იქნება.
„მე ტრამპის გაპრეზიდენტებას ისე პესიმისტურად არ ვუყურებ, როგორც ზოგი სხვა ადამიანი. ვფიქრობ, ვინც არ უნდა იყოს აშშ-ის პრეზიდენტი, პუტინს უკრაინაში არ მოაგებინებს. უბრალოდ, ვერ ვხედავ ამის შესაძლებლობას. ისტორიას თუ გადახედავთ, ტრამპი პირველი პრეზიდენტი იყო, ვინც უკრაინას სერიოზული იარაღი, „ჯაველინები“ გადასცა. [სკრიპალების მოწამვლის შემდეგ], ტრამპმა ყველა გააკვირვა და 60 რუსი დიპლომატი გააძევა – ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენ ველოდით. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ აშშ-ის შიდა პოლიტიკა რთულია. არჩევნებამდე ბევრი ადამიანი ბევრ რამეს იტყვის. მაგრამ საქმე რომ აშშ-ის ინტერესებამდე მიდგება, ვაშინგტონის ინტერესშია უკრაინის, დემოკრატიის მხარდაჭერა, აგრესიის პრევენცია… ვფიქრობ, ს ინტერესშია, ისე არ გამოჩნდეს, თითქოს იგი პუტინმა დაამარცხა“, – განაცხადა ჯონსონმა „ევროპეისკა პრავდასთან“ ინტერვიუში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევები 2024 წლის შემოდგომას იმართება. უდიდესი ალბათობით, არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი იქნება, დემოკრატების — მოქმედი პრეზიდენტი .

ასევე დაგაინტერესებთ