სოფო ჯაფარიძე – ხვალ სალომე ზურაბიშვილთან ასიათასობით ხელმოწერას მივიტანთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს პირადი წარმომადგენელი, ბაჩანა შენგელიასთან ერთად, ანაკლიაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.
როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, უამრავი ადამიანი სალომე ზურაბიშვილს სთხოვს, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს.
„ზუგდიდში ხელმოწერების კამპანია გრძელდება. ბაჩანა შენგელიასთან ერთად ახლა ანაკლიაში ჩამოვედი, შევხვდი მოსახლეობას. ისინი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ხელს აწერენ. მათი პოზიცია არის ერთი- ადამიანი, რომელიც არის ამ ყველაფრის შემოქმედი, არქიტექტორი და რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ ყველაფრის მშენებლობა- აღმშენებლობას, უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს.
შევხვდით უამრავ ადამიანს და ისინი სთხოვენ სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს. მათ აღნიშნეს, რომ არ უნდა დამახინჯდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია და აუცილებელია მისი გარეთ ყოფნა. ხედავთ, რამდენი რამ იყო გაკეთებული 2012 წლამდე, რამდენ რამეს ჩაეყარა საფუძველი. 2012 წლის შემდეგ, ეს ყველაფერი ინგრევა და მიწასთან სწორდება მხოლოდ. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება აუცილებელია იმისთვის, რომ ისევ და ისევ აღორძინდეს აქაურობა და ეს ადგილი მთელი მსოფლიოსთვის თითით საჩვენებელი გახდეს, რასაც მიხეილ სააკაშვილი აპირებდა, დაიწყო და ძალიან ბევრ რამეს საფუძველი ჩაუყარა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ყველაფერი მიწასთან გაასწორა. ასე, რომ გრძელდება კამპანია და ხვალ უკვე, სალომე ზურაბიშვილთან ასიათასობით ხელმოწერას მივიტანთ “, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ