მასწავლებელი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ ლანჩხუთში თავს დაესხნენ

პედაგოგ ლადო აფხაზავას თქმით, ლანჩხუთში თავს დაესხნენ. ის ჰყვება, რომ თავდამსხმელებმა „ნაციონალი“ უწოდეს და ცდილობდნენ ბეისბოლის კეტი დაერტყათ. აფხაზავამ თქვა, რომ ჯოხის წართმევა და უკან, მანქანაში ჩაგდება შეძლო.
მასწავლებელი შენიშნავს, რომ იცის, ვინ დაესხა თავს. ის უკვე გამოკითხეს პოლიციის განყოფილებაში.
აფხაზავა მონაწილეობდა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო დემონსტრაციებში: „კი ევროპას! არა რუსულ კანონს“.
მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ, რომლის მფლობელიც არის ლადო აფხაზავა, პედაგოგზე თავდასხმა დაგმო.
„ვგმობთ ლადო აფხაზავაზე თავდასხმას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ლადო არა მხოლოდ გამორჩეული მასწავლებელი, არამედ გამორჩეული მოქალაქეა. მასზე განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე. ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება. ლადოს ვესაუბრეთ და საბედნიეროდ, ის და მისი ბავშვები კარგად არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ