საქართველო ისტორიულ გამარჯვებას – ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ზეიმობს

გულშემატკივრები საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას – ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ზეიმობენ.
გულშემატკივრები მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე საქართველოს დროშებით შევიდნენ და ფეხბურთელებს გამარჯვება მიულოცეს.
მოქალაქეები შეკრებილი არიან რესპუბლიკის მოედანზე, სადაც სპეციალურად დღევანდელი დღისთვის, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი იყო განთავსებული.
გარდა ამისა, ქალაქის ქუჩებში ქომაგები ავტომობილებით მსვლელობას აწყობენ, ისმის შეძახილები: „საქართველო“.
გამარჯვების აღსანიშნავად, ქალაქის სხვადასხვა უბანში მოქალაქეებმა ფოიერვერკებიც გაუშვეს.
მოქალაქეები არიან შეკრებილი სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ბათუმში გულშემატკივარი საყვირებით და ავტომობილებით ქუჩებში გადაადგილდებიან, ისმის საქართველოს ჰიმნი და შეძახილები : “საქართველო ევროპისკენ”. ისინი საზეიმო მსვლელობამდე ს მთავარ სტადიონთან შეიკრიბნენ და დიდ ეკრანთან საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრობდნენ.
“ეს არის ისტორიული, ღირსეული გამარჯვება, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა მოგვიტანეს. საქართველო ამას 30 წელი ელოდა და დადგა დღე გამარჯვების. წინ დიდი გამარჯვებები გველოდება”, – აღნიშნეს მოქალაქეებმა.

ასევე დაგაინტერესებთ