სალომე სამადაშვილი ირაკლი ჩიქოვანს – იზიარებთ თუ არა, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ომი არ იქნებოდა?

თუ არის ამ ქვეყნის მშვიდობის გარანტორი, მაშინ თქვენ რას აკეთებთ? რა საჭიროა ან მინისტრთა კაბინეტი ან თავდაცვის სამინისტრო? ბატონო მინისტრო, თუ შეიძლება, რომ ამაზე გაგვცეთ პასუხი, – ამ შეკითხვით მიმართა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ჩიქოვანს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.
დეპუტატმა ჩიქოვანს ჰკითხა ისიც, ეთანხმება თუ არა „ქართულ ოცნებას“, რომ 2008 წელს ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის მთავრობა რომ ყოფილიყო, აგვისტოს ომი არ იქნებოდა.
„გვახსოვს, სხვა პარტიებს რომ წარმოადგენდით, 2016 წელს აცხადებდით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები ტოტალურად გააყალბა და 2020 წელს შეუერთდით ამ პარტიას და ახლა, როდესაც გაუყალბებელ მთავრობას წარმოადგენთ ბატონო ირაკლი, თქვენი პარტიის ყრილობაზე გაჟღერდა, რომ ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2008 წელს, საქართველო-ს ომი არ იქნებოდა. მე მაინტერესებს, თქვენ, რომელიც იყავით მაღალ დიპლომატიურ თანამდებობაზე და ქალბატონი თეა ახვლედიანი, რომელიც ასევე მაღალ დიპლომატიურ თანამდებობაზე მუშაობდა, იზიარებთ თუ არა, რომ 2008 წელს ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ომი არ იქნებოდა? ასევე მაინტერესებს, რას ფიქრობთ ივანიშვილი 2008 წლის ომის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების სათავეში რომ აღმოჩენილიყო, რუსეთი და უკრაინის წინააღმდეგ ომსაც არ დაიწყებდა? ამაზე მაინტერესებს თქვენი პასუხი და თუ ასეა და ბიძინა ივანიშვილი თუ არის ამ ქვეყნის მშვიდობის გარანტორი, მაშინ თქვენ რას აკეთებთ? რა საჭიროა ან მინისტრთა კაბინეტი ან თავდაცვის სამინისტრო? ბატონო მინისტრო, თუ შეიძლება რომ ამაზე გაგვცეთ პასუხი.
ასევე ყურადღებით მოვისმინე თქვენი გამოსვლა, მაგრამ ვერ მოვისმინე სიტყვა უკრაინის გამარჯვებაზე. მაინტერესებს, ამ ქვეყნის ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, თუ არა, რომ უკრაინის გამარჯვების გარეშე საქართველოს სახელმწიფოს აქვს მომავალი და ამასთან დაკავშირებით, რა უნდა იყოს ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია. როდესაც დღეს, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ძალიან აქტიურად ლობირებენ, რომ ს ყველანაირი დახმარება მიეცეს, რაც გამარჯვებას სჭირდება, მაინტერესებს, რის გაკეთებას აპირებთ, როგორც თავდაცვის მინისტრი? თქვენმა წინამორბედმა დაცული ცა არც ჩვენ ქვეყანას დაუტოვა, არც უკრაინის დახმარებით გამოუჩენია თავი, მაგრამ თავისი ოჯახის და საკუთარი ფინანსურო ინტერესები დაცული დატოვა, ასე მიდის თანამდებობიდან. თქვენ არს აპირებთ? “ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამასთან, დეპუტატმა მინისტრობის კანდიდატისგან კონკრეტული პასუხი მოითხოვა კითხვაზე: უკრაინის გამარჯვება არის, თუ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს მომავლისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან კობიაშვილი – წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა ხორციელდება ფეხბურთელებზე – ამ პროცესებს მართავენ ისინი, ვისაც რეალურად არც ფეხბურთი აინტერესებს და არც საქართველოს გამარჯვება