არქივი18 თებერვალი, 2025, 15:36
სალომე ზურაბიშვილი: მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!

"მზიას მადლობა ! მზიას მხნეობა! მზიას ჯანმრთელობა და ღირსებისთვის ბრძოლაში გამარჯვება!" - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისათვის, - „ბათუში, ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნისა და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის.
ამ დღეებში, ექიმების დახმარებით, შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს თემურ ქათამაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ, მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგებისა და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ!“— წერს მზია ამაღლობელი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.