სად არის ბაღების ძარცვაში ბრალდებული – რა ხდება კალაძის თავს? (ვიდეო)

სან-ფრანცისკოში, ლოს-ანჯელესში, ჰავაისა და ჰოლივუდში გადაღებული ვიდეო და ფოტო -მასალა საბავშვო ბაღებისთვის მილიონების მოპარვაში ბრალდებული კახაბერ გვანცელაძის ოჯახის ამჟამინდელ ცხოვრებას ასახავს.

თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი,  რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების ბიუჯეტიდან წლების განმავლობაში ფულს იპარავდა და მფარველობის სანაცვლოდ ამ წილს სუს-ის შეფს, გრიგოლ ლილუაშვილს აძლევდა, ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.

გვანცელაძე ქვეყნიდან, ამერიკაში საცხოვრებლად იქამდე წავიდა, ვიდრე გამოძიება მისი საქმიანობით დაინტერესდებოდა. გვანცელაძემ და მისმა ოჯახმა შტატებში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად, საემიგრაციო სამსახურში დოკუმენტაცია უკვე წარადგინა, თუმცა მისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, ერთადერთი თავდაცვა ახლა პოლიტიკურ თავშესაფრის მოთხოვნაა. მან უნდა დაადასტუროს, რომ საქართველოში პოლიტიკურად იდევნება, სხვა შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” ამერიკაში მისი დაკავების მოთხოვნა და საქართველოში ექსტრადაცია შეეძლება.

რა სქემით იპარავდნენ ბავშვებისთვის განკუთვნილ ფულს “ქართული ოცნების” მაღალი თანამდებობის პირები?! ყველა დიდი ფულს ბაღების სააგენტო ბავშვთა კვებაში  და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რემონტში ხარჯავს. პროკურატურას არ დაუზუსტებია, რომელი ტენდერებიდან ხდებოდა ფულის მოპარვა.

პროკურატურის ვერსიას თუ დავეყრდნობით სქემა ასე მუშაობდა:  ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე  გარიგებაში შედიოდა სამშენებლო კომპანიებთან და მათ დიდი ოდენობით ქრთამის სანაცვლოდ  სახელმწიფო ტენდერებს აგებინებდა. იმისთვის რომ გამოძიება ჩაწყობილი ტენდერებით არ დაინტერესებულიყო, რაც სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს საქმე იყო, ქრთამის სახით თანხის ნაწილს სუს-ის ყოფილი უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს აძლევდა, ლილუაშვილის კი იყენებდა თანამდებობის უფლება-მოსილებას არ იძიებდა ბაღების სააგენტოდან მოპარული ფულის ამბავს.

ბაღების სააგენტო თბილისის მერიის უწყება. მისი შესყიდვების და ფულის ხარჯვის კონტროლიც მერიის კონტროლით ხდებოდა. ჩნდება კითხვა, როგორ მუშაობდა ბაღების ძარცვის სქემა ისე, რომ მერმა ვერაფერი გაიგო. 

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!