ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საბერძნეთში ევროკავშირის სუბსიდიების დაგვიანების გამო გამართულ აქციაზე ფერმერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

საბერძნეთში ევროკავშირის სუბსიდიების დაგვიანების გამო გამართულ აქციაზე ფერმერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

საბერძნეთში ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდიების დაგვიანების გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე ფერმერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქში ასობით ფერმერი ქუჩაში გამოვიდა და რამდენიმე რაიონში ტრაქტორებით გზები გადაკეტა. როგორც „როიტერი“ იუწყება, ქალაქ ნიკაიას მახლობლად პოლიციამ ფერმერების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პროტესტის მიზეზი ევროკავშირის სუბსიდიების გადახდის შეფერხება გახდა, რაც ქვეყანაში კორუფციული სკანდალის გამოძიებამ გამოიწვია. საქმე ეხება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სუბსიდიების მისაღებად ფერმერების მიერ ინფორმაციის გაყალბებას მიწისა და პირუტყვის მფლობელობის შესახებ.
მედიის ცნობით, საქმეზე ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.