რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.
კერძოდ, თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მსვლელობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ს ქუჩის საშუალებით დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და შემდეგ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება.
“უკუმიმართულებით მოძრაობისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის იმავე მარშრუტს – ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, შემდეგ კი იმოძრავებს ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების საშუალებით” , – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ