ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთში გეგმავენ სასკოლო ზარები პატრიოტული სიმღერებით ჩაანაცვლონ

რუსეთში გეგმავენ სასკოლო ზარები პატრიოტული სიმღერებით ჩაანაცვლონ
რუსეთში გეგმავენ, რომ სასკოლო ზარები პატრიოტული სიმღერებით ჩაანაცვლონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Moscow Times რუსეთის განათლების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ცვლილება სკოლებში ნოემბრის თვიდან ამოქმედდება. სამინისტროს განმარტებით, ახალი მიდგომა სკოლის მოსწავლეებში გააჩენს "ერთიან ღირებულებებსა და სამშობლოს სიყვარულს".
მათივე თქმით, ზარის ნაცვლად რუსეთის სკოლებში დაიკვრება: "დედა რუსეთი", "ჩემი ძმები", "ჩემი სახელმწიფო დროშა" და სხვა სიმღერები.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.