როგორ “გვეღადავება” ევროპარლამენტი? – “ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მექანიზმი არ არსებობს” – რა წაიკითხა კალაძემ?

რაც შეეხება საკითხს, რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა გაამწვავონ საროტესტო მუხტი. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც დღეს რადიკალური ოპოზიციის ქმედება, რეზოლუციის გამოქვეყნებისთანავე გაკოტრებული პოლიტიკოსები, ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ კამერებთან და ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს უვიზო მიმოსვლას გვიქმებენ, მინდა საზოგადოებას მივმართო, არ მოტყუვდეთ მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში… ააა… მინდა იცოდეთ, რომ ამის მექანიზმი არ არსებობს, ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ ამის წამოწყებას, 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება, საბედნიეროდ ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი, პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც ამ სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ. სამწუხაროდ, დღეს ევროპულ სტრუქტურებში ფეხი აქვს გადგმული ლობიზმს და მანკიერებას. მსგავსი სამარცხვინო რეოლუციები პირველ რიგში სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას.

ასევე დაგაინტერესებთ