“როგორც ხიხო ისე ყავდა ჩასმული ამ ჩარჩოში, აბუჩად ასაგდებად და არა – მისი სიყვარულის გამო” – ვიკა ბუკია

მე არავის ადვოკატად არ გამოვდგები, მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე განმარტება გავაკეთო, იმიტომ რომ არ შეიძლება ასე დავამახინჯოთ ფაქტები. ეს ფოტო ამ ჩარჩოში 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გაჩნდა და მიზანი იყო ბიძინას დაცინვა. ეს ძველი ფოტოა. ანუ როგორც მახსოვს, ლიკა ხურციძის მაგიდაზე იყო და ამ ფორმით ბიძინას აშაყირებდა და დასცინოდა. ანუ როგორც ხიხო ისე ყავდა ჩასმული ამ ჩარჩოში, აბუჩად ასაგდებად და არა – მისი სიყვარულის გამო. ამიტომ გადავამოწმოთ ჯობია და ისე დავდოთ ინფორმაცია

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება