3
“ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
რა საერთო შეიძლება გვქონდეს სირიასთან, გაბონთან, ჰაიტისთან და აზერბაიჯანთან?
სირიაში ჰაფეზ ასადის შემდეგ, ხელისუფლება – შვილს ბაშარს გადაეცა;
გაბონში ომარ ბონგოს შემდეგ, ხელისუფლება – შვილს ალი ბონგოს გადაეცა;
ჰაიტიში ფრანსუა დიუვალის შემდეგ, ხელისუფლება – შვილს ჟან კლოდ დიუვალს გადაეცა;
აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის შემდეგ, ხელისუფლება – შვილს ილჰამს გადაეცა.
თუ ამ ქვეყნებში მოხდა, რატომ არ შეიძლება საქართველოშიც იგივე მოხდეს?
საქართველოს 14–წლიანი მმართველის ბიძინა ივანიშვილის გეგმები სწორედ მემკვიდრის დატოვებას უკავშირდება, ამაში გასაკვირი არაფერია, გავლენის და ქონების შესანარჩუნებლად ეს საუკეთესო საშუალებაა. სწორედ ამით აიხსნება ოცნების ახალგაზრდებთან ერთად ცოტნე ივანიშვილის რეგიონული ვოიაჟები.
თუმცა, ჰაიტთან, გაბონთან, სირიასთან და აზერბაიჯანთან განსხვავებით, უფრო უარესი სიტუაცია გვაქვს, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ლიდერები პრეზიდენტები იყვნენ და თანამდებობის შესაბამისად პასუხისმგებლობაც ჰქონდათ და ლეგიტიმაციაც, ჩვენი დიდი ქველმოქმედი კი არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს და არც რაიმე განსაკუთრებული თანამდებობა აქვს… თუ რამე დაშავდება ქვეყანაში, პრემიერის ბრალია და არა მისი, როცა უნდა მოხსნის და ახალს დანიშნავს…
ხელისუფლებაში მუდმივად რომ დარჩე, ადრე თუ გვიან ამაში წინააღმდეგობა შეიძლება ერმა გაგიწიოს, ამიტომ საზოგადოება ჭრელი უნდა იყოს, თან ღარიბი, ერი ემიგრაციაში უნდა გაუშვა და მათ ნაცვლად ბევრი უცხოელი შემოიყვანო…
ბაგრატიონების შემდეგ საქართველოს, ახალი დინასტია ჩაუდგა სათავეში, რა პრობლემაა?!